2024 წლის 28 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მადლენ პაპოშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „გლობალური პოლიტიკური ურთიერთობების კრიზისი და მისი დაძლევის პერსპექტივები“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
თამარ კიკნაძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები:
ნიკა ჩიტაძე - გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
ედიშერ გვენეტაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მადლენ პაპოშვილს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.