
2023 წლის 30 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ბუხუტი სიჭინავას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „ერთიანი ქურთული სახელმწიფოს შექმნის იდეა - გამოწვევები და პერსპექტივები“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
მაია კაპანაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები:
დავით კუხალაშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესიული უსაფრთხოების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ემზარ მაკარაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბუხუტი სიჭინავას პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.