
2023 წლის 25 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ლაშა შამათავას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური განვითარების პრობლემები და პერსპექტივები“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
თამარ კიკნაძე - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები:
ქეთევან ჯიჯეიშვილი - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ვახტანგ მაისაია - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლაშა შამათავას პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა