2023 წლის 14 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ივლიანე ძნელაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „ჩინური სახელმწიფოებრივი იდენტობა და მისი ადგილი საერთაშორისო სისტემაში“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
მაია კაპანაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები:
ნანა გელაშვილი - ისტორიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
თამარ კიკნაძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ივლიანე ძნელაძეს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.