
2023 წლის 22 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ირაკლი გაბელიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „შავი ზღვის უსაფრთხოება თანამედროვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ვახტანგ მაისაია - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები:
ალიკა გუჩუა - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ედიშერ გვენეტაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ირაკლი გაბელიას პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.