
ა(ა)იპ „საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრი“ (CIPRF), სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, აცხადებს მონაწილეთა მიღებას მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტში - „ახალი პარადიგმა: კრიტიკული აზროვნების ინტერდისციპლინური სკოლა“.
პროექტი ხორციელდება 2026 წლის საგრანტო კონკურსის - „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ ფარგლებში და მიზნად ისახავს 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებში სისტემური, ანალიტიკური ხედვის განვითარებას.
„ახალი პარადიგმა“ არის ინტენსიური საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აგებულია ინტერდისციპლინურ მიდგომაზე. კურსის განმავლობაში განხილული იქნება სამყაროს კომპლექსური გამოწვევები პოლიტიკის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისა და ზუსტი მეცნიერებების გადაკვეთაზე.
პოლიტიკური აზროვნების სათავეებთან - ანტიკური პოლიტიკური ფილოსოფიის გავლენა თანამედროვე პოლიტიკური იდეოლოგიების ფორმირებაზე.
პოსტ-იდეოლოგიური ეპოქა - თანამედროვე საინფორმაციო გარემო, „პოსტ-სიმართლის“ ფენომენი და იდეოლოგიური ტრანსფორმაციები.
ნადირობიდან ხელოვნურ ინტელექტამდე - ენერგიისა და ტექნოლოგიური პროგრესის როლი მსოფლიო წესრიგისა და პოლიტიკური სისტემების ევოლუციაში.
საერთაშორისო ურთიერთობების კრიზისი - გლობალური უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურა, გეოპოლიტიკური ცვლილებები და რეგიონული გამოწვევები.
მედიაცია და სტრატეგიული არჩევანი - მოლაპარაკებების ხელოვნება, კონფლიქტების მართვა და გადაწყვეტილების მიღება თამაშთა თეორიის პრინციპებზე დაყრდნობით.
სკოლა ჩატარდება საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში შემდეგი განრიგით:
თბილისი: 22, 23, 24 მაისი (I ნაკადი) / 25, 26, 27 მაისი (II ნაკადი)
ზესტაფონი: 31 მაისი, 1-2 ივნისი
ხაშური: 14, 15, 16 ივნისი
სენაკი: 5, 6, 7 ივლისი
ლანჩხუთი: 26, 27, 28 ივლისი
თელავი: 9, 10, 11 აგვისტო
პროექტში მონაწილეობა უფასოა. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი არაუგვიანეს 2026 წლის 18 მაისისა. კანდიდატთა შერჩევა მოხდება აპლიკაციების საფუძველზე.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/TzrhZsHKECVFyv9T8
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ელ-ფოსტა: projects@ciprf.ge
ტელეფონი: +995 579 13 36 83
დაფინანსებულია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ 2026 წლის საგრანტო კონკურსის „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ ფარგლებში.